Logical Systems , რიგის მართვის სისტემა


რიგის მართვის სისტემა


   რიგის მართვის სისტემა (LS-QMS ) მაქსიმალურად არის ადაპტირებული მომხმარებლის მოთხოვნებზე და ზრუნავს კომფორტული გარემოს შექმნაზე. LS-QMS -ის დანიშნულებაა, ნებისმიერ დაწესებულებაში მარტივად და შეუფერხებლად მოაწესრიგოს მომხმარებელთა რიგები.ორგანიზაციას მიაწოდოს ინფორმაცია მომხმარებელთა რიგების დატვირთულობის შესახებ, დროის სხვადასხვა მონაკვეთისა და ოპერატორის მიხედვით.



ზოგადი აღწერილობა

   დაწესებულების შესასვლელში ან მომხმარებელთა მოსაცდელ დარბაზში განთავსებულია მთავარი კონსოლი, რომელიც წარმოადგენს მოწყობილობას სენსორული ეკრანით და ბილეთის პრინტერით.
სენსორულ ეკრანზე მოცემულია ღილაკები სხვადასხვა დასახელებებით, ცალკეულ ღილაკზე თითის დაჭერით მომხმარებელი ავტომატურად იკავებს მომხმარებელთა რიგში ელექტრონულ ადგილს, პრინტერის მეშვეობით იბეჭდება ბილეთი რომელზეც მითითებულია რიგის ნომერი, თარიღი დაწესებულების სახელი და ა.შ. ვიზიტორთა მიღების ცალკეულ სეგმენტებში განთავსებულია პერსონალური კომპიუტერი ან გამოძახების ტერმინალი , რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება რიგში მდგომის გამოძახება.

   ოპერატორის მიერ ვიზიტორის გამოძახების შედეგად რიგის ინდიკატორ დისპლეიზე გამოდის რიგში მყოფი ვიზიტორის რიგითი ნომერი, ამავდროულად, მომხარებელთა ყურადღების მისაქცევად, ისმის ხმოვანი სიგნალი. ინდიკატორ დისპლეიზე მიმდინარე რიგის ნომერი გამოტანილია მომდევნო მომხარებლის გამოძახებამდე. სისტემა ვიზიტორთა წინასწარ ჩაწერის საშუალებას იძლევა. ვიზიტორს ოპერატორის მიერ წინასწარ (მაგალითად ვიზიტის სატელეფონო შეთანხმებისას) მიენიჭება ვირტუალური ნომერი ან კოდი და ვიზიტის სავარაუდო დრო ან პერიოდი.

ამ შემთხვევაში მომხმარებელი დათქმულ დროს კონსოლზე მიუთითებს წინასწარ მიღებულ კოდს და მიიღებს რიგის ნომერს, რომელიც პრიორიტეტული იქნება სხვა ნომრებთან მიმართებაში და პირველ რიგში იქნება გამოძახებული ოპერატორის მიერ.
რიგის მართვის სისტემის შემადგენლობა:
1.მთავარი კონსოლი:

1.1)დისპლეი (ოპციონალური)
1.2)მონიტორი(ოპციონალური)
1.3)სერვერი (პროგრამული უზრუნველყოფა)
1.4)პრინტერი

2.მიმართულების მაჩვენებელი
3.რიგის ინდიკატორი დისპლეი;
4. გამოძახების ტერმინალი (ოპციონალური);
5.გამოძახების პროგრამული მოდული.