Logical Systems ,პლასტიკური ბარათები



პლასტიკური ბარათის მრავალფუნქციურობა

   ბარათების პოპულარობის ზრდის ძირითად მიზეზად მათი მოქნილობა და მრავალფუნქციურობა სახელდება. ამ თვისების გამო ბარათები წარმატებით გამოიყენება არამარტო საბანკო სექტორში, არამედ სხვა სფეროებშიც. მათ შორის მობილური და IP ტელეფონებისთვის. პიროვნების იდენტიფიცირებისთვის თუ მსხვილ სავაჭრო ობიექტებში შეძენის პროცედურების გამარტივებისთვის.


პლასტიკური ბარათების სახეობები


   პლასტიკური ბარათები იწარმოება პოლიმერული მასალისაგან. მისი გეომეტრიული ზომები განისაზღვრება სტანდარტით.
პლასტიკური ბარათების სახეობები, რომელსაც აწარმოებს კომპანია:
      • სარკისებური (პრიალა) ზედაპირით-ერთგვაროვანი პრიალა ზედაპირის მქონე ლამინირებული პლასტიკური ბარათი
      • ხაოიანი ზედაპირით-არაერთგვაროვანი ზედაპირის მქონე ლამინირებული პლასტიკური ბარათი
      • მაგნიტური ფირით-ეს არის პლასტიკური ბარათი, რომელშიც ინფორმაციის მატარებელი არის loco(low corecitive) ან Hico(High corecitive) ტიპის მაგნიტური ზოლი, რომელიც შეიცავს კოდირებულ მონაცემებს ბარათის მფლობელის შესახებ. მაგნიტური ზოლი წარმოადგენს მეხსიერების შეზღუდული მოცულობის მქონე ინფორმაციის მატარებელს
      • ოქროს პლასტიკი
      • ვერცხლის პლასტიკი
      • გამჭვირვალე
      • არაკონტაქტური-მოცემული სახის ბარათში გამოიყენება მიკროპროცესორი მეხსიერებით ბარათის
ზედაპირზე კონტაქტების გარეშე. უკონტაქტო ბარათი უფრო მდგრადია ზედაპირის გაჭუჭყიანებისა და დაზიანებისადმი. აღნიშნული ბარათი არ მოითხოვს წამკითხავ მოწყობილობასთან ფიზიკურ კონტაქტს.
      • კონტაქტური ჩიპით
      • EM-ჩიპით
      • Mifare-ჩიპით
      • შტრიხკოდით-ბარათის სახეობა სადაც ანბანურ-ციფრული ინფორმაცია აისახება შტრიხების სახით. როგორც წესი შტრიხკოდი შეიცავს პერსონალურ ინფორმაციას და აუცილებელია ინფორმაციის დათვლისა და გაშიფვრისათვის




თქვენთვის სასურველ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად გთხოვთ

მოგვწერეთ : info@lsc.ge; cardprint@lsc.ge;

ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე : 2 55 44 88


ჩვენი კლიენტები